Thumbnail

U18 | მოგება ალბანეთთან - საქართველოს გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 58:56 ალბანეთი
  • ფინალში ნაკრების მეტოქე მალტაა

საქართველოს 18-წლამდელ გოგონათა ნაკრები, რომელსაც ნინო ყიფშიძე და ზვიად დიდბარიძე წვრთნიან, ევრობასკეტის C დივიზიონის ფინალშია. საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში ნახევარფინალში ალბანეთი დაამარცხა - 58:56.

საუკეთესო ლიკა კვირკვია იყო, რომელსაც 16 ქულა და 23 მოხსნა ჰქონდა. სალომე სვანმა გუნდს 23 ქულა მოუტანა. ეკა წივწივაძეს 5 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა (!) ჰქონდა. 

ფინალი 31 ივლისს გაიმართება, მეტოქე მალტაა. მალტელებმა ანდორას 84:48 მოუგეს. ფინალის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში აღზევდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები