Thumbnail

დაღესტნელი მონსტრის მორიგი ნოკაუტი - ანკალაევი ტიტულთან ახლოსაა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მაგომედ ანკალაევმა UFC-ში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა
  • დაღესტნელის მორიგი მსხვერპლი ენტონი სმიტი გახდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დღეს, 31 ივლისს, UFC-ის დალასში გამართულ ღონისძიებაზე ნახევრადმძიმე წონაში ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ენტონი სმიტი დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი დაღესტნელმა მეორე რაუნდში მოიპოვა. 

30 წლის ანკალაევმა ამერიკელს ფეხი ძლიერი დარტყმით პირველ რაუნდში მოტეხა, მეორე რაუნდში კი პარტერში მიყენებული მძიმე დარტყმებით დაანოკაუტა. სმიტმა არენა გუნდის წევრების დახმარებით დატოვა. 

მახაჭყალაში დაბადებული მაგომედ ანკალაევისთვის აღნიშნული მოგება კარიერაში მე-18, UFC-ში კი ზედიზედ მე-9 იყო (5 ნოკაუტი). ორგანიზაციის ამ წონაში მსგავსი სერია არცერთ მებრძოლს არ აქვს. ჩემპიონ ჟირი პროჰაზკას მოგებათა სერია 13 გამარჯვებიდან კი შედგება, თუმცა UFC-ში მხოლოდ სამჯერ აღმართა ხელი. 

დაღესტნელი, რომელიც ნახევრადმძიმე წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გახლავთ, საჩემპიონო ბრძოლას, ალბათ, ყველაზე მეტად იმსახურებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ორგანიზაციამ ანკალაევს კიდევ ერთი ჩხუბი გლოვერ ტეიშეირასთან ან ალექსანდარ რაკიჩთან დაუნიშნოს… მაგრამ, თუ მაგომედის სვლით ვიმსჯელებთ, არაა გამორიცხული, ხაბიბ ნურმაგომედოვის შემდეგ UFC-ის მეორე დაღესტნელი ჩემპიონი სწორედ ის გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მახაჩევს სატიტულო ჩხუბი უკვე ჩანიშნული აქვს, ისლამი თავის წონაში ისეთი დომინანტი მებრძოლი არაა, როგორიც მაგომედ ანკალაევი.

კომენტარები

ბოლო ამბები