Thumbnail

1. სპალეტი და მედია კვარაცხელიაზე

ნაპოლიმ კასტელ დი სანგროში კიდევ ერთი ტესტ-მატჩი ჩაატარა - 1:1 ესპანურ მალიორკასთან. თამაშის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მაღალი შეფასება მისცა: "კვარამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნიჭი. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის, რა გააკეთოს..."

📋 | სპალეტის კომენტარი ვრცლად და იტალიური მედიის გამოხმაურება წაიკითხეთ აქ

2. ფეხბურთი | მიქაუტაძის იდეალური სტარტი

გიორგი მიქაუტაძის მეცმა საფრანგეთის ლიგა 2 გამარჯვებით დაიწყო - შინ ამიენი 3:0 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა 77-ე წუთამდე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 44-ე წუთზე მან კარიერაში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა მეცის მაისურით, ხოლო 48-ე წუთზე შეტევაში პარტნიორ იბრაჰიმა ნიანს გაატანინა. "მომწონს მეორე ფორვარდად თამაში, ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. მეცის ფანების ოვაციები? ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ასე უნდა გაგრძელდეს" - თქვა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ.

📋 | მიქაუტაძის და მეცის მწვრთნელის კომენტარები წაიკითხეთ აქ

3. კალათბურთი | ნაკრების შეკრება გრძელდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება. ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, რამდენიმე ამხანაგური მატჩია - მათ შორის, უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში. ვარჯიშები აქტიურ ფაზაშია, ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილიც, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება, NBA-ს რეგულაციების გათვალისწინებით, 4 აგვისტოდან აქვს.

📋 | მამუკელაშვილის, შენგელიას და ცინცაძის კომენტარები წაიკითხეთ აქ

4. რაგბი | მამუკა გორგოძის ინტერვიუ

ფრანგულმა Midi Olympic-მა ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა. 38 წლის გორგოძემ, რომელსაც "ბორჯღალოსნების" რიგებში 75 მატჩი აქვს გამართული, სპორტული კარიერა ორი წლის წინათ დაასრულა. "ჩვენს რაგბიში რაღაცები იცვლება, ეს გასულ ნოემბერს საფრანგეთშიც გამოჩნდა." - ამბობს გორგოძე.

📋 | სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ

5. F1 | საოცარი მაქსი და ფერარის მორიგი კოშმარი

მაქს ფერსტაპენმა ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანა ძალიან მარტივად შეასრულა - მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა უნგრეთის გრან პრი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა მე-10 პოზიციიდან დაიწყო.

📋 | უნგრეთის გრანპრის მიმოხილვა ნახეთ აქ

კომენტარები

ბოლო ამბები