Thumbnail

ფორმულა 1 | ასტონ მარტინში სებასტიან ფეტელს ფერნანდო ალონსო შეცვლის

"ასტონ მარტინში" პილოტ სებასტიან ფეტელს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ფორმულა 1-იდან მიდის, ფერნანდო ალონსო შეცვლის. შესაბამისად, 41 წლის ესპანელის მრავალწლიანი კონტრაქტი 2023 წლიდან სეზონიდან ამოქმედდება. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გამოაცხადა, რომ 2022 წლის სეზონი ფორმულა 1-ში მისთვის ბოლო იქნება. 

სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

"Aston Martin Aramco Cognizant Formula One მოხარულია გაცნობოთ, რომ ფერნანდო ალონსო გუნდს 2023 წლიდან, მრავალწლიანი კონტრაქტით შეუერთდება. კომპანია ძალიან გახარებულია, რომ გუნდი ფერნანდოს არაჩვეულებრივი გამოცდილებას, მის ბრწყინვალე ტემპსა და სარბოლო ოსტატობას შეიძენს. ისეთი ტალანტის დამატება, როგორიც ფერნანდოა, არის ორგანიზაციის მკაფიო განაცხადი ფორმულა 1-ში წარმატებული გუნდის შექმნაზე", -  ნათქვამია გუნდის განცხადებაში. 

"წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წარმოჩენილი მონდომებისა და ჟინის გათვალისწინებით, Aston Martin ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდია ფორმულა 1-ში. დღეს არავინ აჩვენებს უფრო ღრმა ხედვასა და აბსოლუტურ სწრაფვას გამარჯვებისკენ და ეს მე ძალიან მიზიდავს. კვლავაც მინდა გამარჯვება, საუკეთესოებთან ბრძოლა. მსურს, ვიყო გუნდის ნაწილი, რომელიც ისწრაფვის სწავლისკენ, განვითარებისა და წარმატებებისკენ. გვესმის, რომ შედეგის მისაღწევად გასაკეთებელი ბევრია და მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო", - ამბობს ესპანელი პილოტი.

ფერნანდო ალონსო წარმატების მიღწევას ასტონ მარტინთან ერთად ეცდება

ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ამ სეზონში კი, რომელიც მისთვის მე-19-ეა, ალპინის ღირსებას იცავს. სხვადასხვა დროს ის მინარდის, რენოს (2021 წლიდან ალპინი), მაკლარენსა და ფერარიში გამოდიოდა. ის მსოფლიოს ჩემპიონი რენოსთან ერთად 2005 და 2006 წლებში გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები