Thumbnail
  • ინდოეთში 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს
  • მე-4 ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა გაიმარჯვა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ინდოეთის მესამე ნაკრებს 3:1 მოუგო. თავიანთი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ, ხოლო ნინო ბაციაშვილი დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს 4-დან 4 გამარჯვება აქვს. 

საქართველო V ინდოეთი III 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რაც მესამე დაფაზე მოხდა, ლელა ჯავახიშვილმა თეთრებით ვარშინი საჰითჰის 12 სვლაში მოუგო! საქართველოს ნაკრებმა პირველ რაუნდში ერაყი 4:0 დამარცხა, მეორეში ლიეტუვა - 2.5:1.5, ხოლო მესამეში - ჩეხეთი - 2.5-1.5. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს 12 ქულა აქვს. 

ღია კატეგორიაში ვაჟთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა. თავიანთი პარტიები მოიგეს ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა, ყაიმი ლუკა პაიჭაძემ ითამაშა, ლევან ფანცულაიას პარტია ამ წუთისთვის არ დასრულებულა. ჩვენმა ნაკრებმა პირველ ტურში მალავი დაამარცხა - 4:0, მეორეში - ბოლივია (4:0), ხოლო მესამეში აშშ-სთან დამარცხდა. სხვათა შორის, ჯობავა თეთრი ფიგურებით ფაბიო კარუანას (მსოფლიო რეიტინგში მეხუთეა) დაუზავდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები