Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება. 2 აგვისტოს ლუჩანო სპალეტის გუნდმა კასტელ დი სანგროში მორიგი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა 21 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე არ გასულა და როგორც იტალიური მედია წერს, ამის გამო ნეაპოლელთა მწვრთნელსა და გულშემატკივრებს სანერვიულო გაუჩნდათ.
 
ნაპოლის ოფიციალური საიტის ცნობით, სპალეტიმ გუნდი ორად გაყო - ძირითადმა ნაწილმა მოედანზე სტანდარტულად ივარჯიშა, ხოლო ფეხბურთელების მცირე ჯგუფი, რომელშიც კვარაცხელიაც მოხვდა, მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ფიზიკურად დაიტვირთა. 

ხვიჩას ტალანტით ლუჩა სპალეტიც მოხიბლულია

ამავდროულად, იტალიური მედია ხვიჩას მდგომარეობაზე წერს. 

"მალიორკასთან ამხანაგურ შეხვედრაში მეტოქე ფეხბურთელებისგან განსაკუთრებული უხეშობის გამო, კვარაცხელიას არასრულად დატვირთვა მოუხდა. ფეხბურთელი საწვრთნელ მოედანზე კი გამოჩნდა, მაგრამ თამაშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა, ბარძაყი კი შეხვეული ჰქონდა", - წერს Serieanews

ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, ესპანურ ჟირონასთან ჩაატარებს. იმედია, კვარაცხელია თამაშს მწყობრში შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ამ ზაფხულს, დინამო ბათუმიდან შეუერთდა. საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა სერია A-ს კლუბის მაისურით უკვე 4 ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები