Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი: მენტალურად სუსტი არ ვარ, ჩემი დრო აუცილებლად მოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყოველგვარი ხელშეწყობისა და დახმარების გარეშე საუკეთესოებს შორის მოვხვდი'
  • 30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ქომაგების კითხვებს უპასუხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინსტაგრამის გვერდზე ქომაგების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ იდაყვის ტრავმა ჯერაც აწუხებს, მისი საუკეთესო პერიოდი კი ჯერაც წინ არის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “თუ რატომ მტკივა იდაყვი, ამის მიზეზი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბოლო 4 წელი ხელს ძალიან მიშლის. 2019 წელს ოპერაცია გავიკეთე, რომელმაც ის შედეგი არ მოიტანა, რასაც ველოდი. იდაყვის ტრავმა მხოლოდ ჩაწოდების მომენტში მაწუხებს. მენტალური პრობლემა? შეიძლება, ეს იყოს გარკვეულწილად სუსტი წერტილი, როდესაც TOP 30-დან ხუთეულში გინდა შეხვიდე, მაგრამ მე მენტალურად სუსტი არ ვარ. ყოველგვარი ხელშეწყობისა და დახმარების გარეშე მსოფლიოს ერთ-ერთი არასაჩოგბურთო ქვეყნიდან საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდი. ჯერჯერობით, ჩემს მიზანთან ახლოს არ ვარ, თუმცა, ეს დრო აუცილებლად მოვა”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბასილაშვილმა ბოლოს ორიოდ კვირის წინ ჰამბურგის ტურნირზე ითამაშა და რუს ასლან კარაცევთან ფაქტობრივად უბრძოლველად წააგო – 4:6, 0:6. მას მერე ნიკამ რამდენიმე შეჯიბრი გამოტოვა და მოსალოდნელია, რომ დასვენების შემდეგ, კორტს ცინცინატის მასტერსზე (14-21 აგვისტო) დაუბრუნდება. გუშინ განახლებულ ATP-ს კლასიფიკაციაში ბასილაშვილი 1 პოზიციით დაქვეითდა და 1 380 ქულით 29-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები