Thumbnail
  • UFC-ის ექს-ჩემპიონმა და წამყვანმა ქართველისა და ბრაზილიელის ჩხუბზე ისაუბრა
  • ილია თოფურია და ედსონ ბარბოზა ერთმანეთს 29 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ორგანიზაციის ღონისძიებების წამყვანმა მაიკლ ბისპინმა საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიასა (12-0) და ედსონ ბარბოზას (22-11) დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მებრძოლმა ორივე სპორტსმენი შეაქო და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო მატჩს ელოდება. 

"ედსონ ბარბოზასა და ილია თოფურიას შორის ბრწყინვალე ჩხუბი გაიმართება. ქართველი ბრწყინვალე მებრძოლია, ძალიან კარგი, ისეთი, რომ აღგაფრთოვანებს. მახსოვს, მასსა და პედი პიმბლეტს შორის გამართული თრეშ-თოქი, როცა ილია მზად იყო ზედა წონაში აენაცვლა და ლივერპულელთან ეჩხუბა. 

ედსონ ბარბოზას UFC-ში დებიუტი 12 წლის წინ ჰქონდა და მას შემდეგ უამრავი მაგარი მატჩი ჰქონდა და კარიერის ბოლოს მაინც ისეთ მკვლელებთან ჩხუბს განაგრძობს, როგორიც ილია თოფურიაა. ბარბოზა ყოველთვის სანახაობრივად იბრძვის, მისი მონაწილეობით მოსაწყენი დაპირისპირება ჯერ არ მინახავს. წინა მატჩი დაუმარცხებელი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა, ახლა ილია თოფურიასთან იომებს და ხალხი ლაპარაკობს, რომ გამოსამშვიდობებელი ბრძოლა მიეცითო…," - აღნიშნა ბისპინმა.

25 წლის ქართველი 36 წლის ბრაზილიელს 29 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები