Thumbnail

ფანების 'Hala Madrid', ლევანდოვსკის აწეული თითი - პოლონელი ასე გააცილეს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ბარსას ახალწვეული ყოფილი გუნდის ბაზას დღეს ესტუმრა
  • ლევანდოვსკი და ფანები ერთმანეთს ირონიულად დაემშვიდობნენ

პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნს თანაგუნდელებსა და კლუბის ხელმძღვანელობასთან გამოსამშვიდობებლად ეწვია, ფანებმა კი ბარსელონაში გადასული თავდამსხმელი 'ჰალა მადრიდ!' შეძახილებით გააცილეს.

როგორც ჟურნალისტი ფილიპ კესლერი წერს, დღეს დილით კატალონიელთა ახალწვეული მიუნხენელთა ბაზაზე მივიდა. ჯერ ბაიერნის გასახდელში შევიდა, ყოფილ თანაგუნდელებს გამოემშვიდობა, შემდეგ კი მწვრთნელებსა და ფიზიოთერაპევტებს ესაუბრა.

მერე კი პოლონელი ერთ-ერთზე ბაიერნის სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიდიჩსა და კლუბის გენერალურ დირექტორ ოლივერ კანს ელაპარაკა. წამოსვლისას რობერტმა კლუბის მუზეუმშიც შეიარა. 

პოლონელისთვის ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი კი მაშინ მოხდა, როცა თავისი ავტომობილით ბაზის ტერიტორიას ტოვებდა. ბაიერნის რამდენიმე ფანი ლევადოვსკის 'ჰალა მადრიდ!' სკანდირებით დაემშვიდობა. საპასუხოდ კი რობერტმა მანქანის ფანჯრიდან ხელი გადმოყო და გულშემატკივრებს ცერა თითი უჩვენა…

კომენტარები

ბოლო ამბები