- საქართველო 79:75 ბოსნია/ჰერცეგოვინა
- გიორგი ოჩხიკიძე მატჩის MVP გახდა
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-4 მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება იზეიმა - რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიში ბოსნია/ჰერცეგოვინა 79:75 დაამარცხა.
გუნდში საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე იყო, მან 33 წუთში 27 ქულა ჩააგდო (5 სამქულიანი). ოჩხიკიძის ანგარიშზეა 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საუკეთესო იყო - 29. ლუკა კუჭუხიძეს ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 10 ქულა და 9 მოხსნა. 14 ქულა ჩააგდო გიორგი სულაბერიძემ.
4 ტურის შემდეგ 3-3 მოგება საქართველოს და ბოსნიას აქვთ, 2-2 ნიდერლანდებს, ნორვეგიას და ბულგარეთს, კოსოვო მოგების გარეშეა. 3 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ხვდება და თუ მოიგებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა. B დივიზიონში 22 ქვეყანა მონაწილეობს, სამი საუკეთესო კი ელიტაში გადავა.
კომენტარები