Thumbnail
  • საქართველო (ქალები) - ინდოეთი II 3:1
  • საქართველო - პარაგვაი 3.5:0.5

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-5 ტურის პარტიები გაიმართა. ინდოეთის III გუნდის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ინდოეთის II გუნდსაც მოუგო - თავიანთი პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა ყაიმი ითამაშეს - 3:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 

ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ინდოეთის პირველ გუნდთან და რუმინეთთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს. 

ვაჟთა ნაკრებმა პარაგვაის იოლად მოუგო - 3.5:0.5. თავიანთი პარტიები მოიგეს ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ და ლევან ფანცულაიამ, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი ყაიმს დასჯერდა. 5 ტურის შემდეგ 8 ქულით საქართველოს ნაკრები მე-8 - 26-ე ადგილებს იყოფს. აქ ათ-ათი ქულა ინდოეთის მეორე გუნდსა და სომხეთს აქვთ.  

კომენტარები

ბოლო ამბები