Thumbnail

უსიკმა საკუთარი ბრძოლის სატრანსლაციო უფლებები უკრაინისთვის შეიძინა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • უკრაინელი მძიმეწონოსანი ენტონი ჯოშუას მეორედ 20 აგვისტოს შეხვდება
  • ჩხუბის ნახვა უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანს უფასოდ შეეძლება

კრივის მძიმე წონაში WBA, WBO და IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკის პრომოუტერმა ოლეკსანდრ კრასიუკმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მოკრივემ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის სატრანსლაციო უფლებები შეიძინა, რათა მთელ უკრაინაში ჩხუბი უფასოდ აჩვენოს. 

კრასიუკმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზანი, მატჩის, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება იყო. 

“ეს ოლეკსანდრ უსიკის საჩუქარია, რადგან მან სატელევიზიო უფლებების მისაღებად საკუთარი ფული გადაიხადა და მთელ უკრაინაში მატჩს უფასოდ აჩვენებს. ბრძოლის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ყველა მსურველს ექნება. კარგად გვესმის, რომ ამ მატჩის ხილვა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მოახერხოს,” - თქვა კრასიუკმა. 

ოლეკსანდრ უსიკსა და ენტონი ჯოშუას შორის განმეორებითი ბრძოლას 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში გაიმართება. პირველ ჩხუბში უკრაინელმა უელსელს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები