Thumbnail

'კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება' - GGG კანელოსთან მესამე ჩხუბზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ყაზახი და მექსიკელი ერთმანეთს 17 სექტემბერს, ლას ვეგასში დაუპირისპირდებიან
  • წინა ორი შემდგარი ჩხუბი სკანდალური გამოდგა, ერთიც ჩაიშალა

ყაზახმა მოკრივე გენადი გოლოვკინმა (GGG) სუპერსაშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულზე კანელო ალვარესთან გასამართი მესამე ბრძოლის შესახებ ისაუბრა. 

40 წლის GGG საშუალო წონაში WBA-სა და IBF-ის ქამრებს ფლობს, ხოლო კანელო სუპერსაშუალო (საშუალოზე ერთი კატეგორიით მაღალი წონა) დივიზიონში 4-ვე ძირითადი ორგანიზაციის ჩემპიონია. 

"ჩვენი რინგზე ბოლო შეხვედრის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა სრულად განსხვავებული მოკრივეები ვართ. ეს სწორი მიდგომაა, რადგან წინ მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ და განვლილი ორი ბრძოლის მიხედვით მომზადება არ გვჭირდება. მომავალი ჩხუბი სრულად განსხვავებული იქნება და რასაკვირველია, მარტივი დაპირისპირება არცერთისთვის არ გამოვა.

ჩემი მოწინააღმდეგე ჩემპიონია და მას 4 ქამარი აქვს. შესაძლოა, საკუთარ წონით კატეგორიაში, ის საუკეთესო მებრძოლია. ახალ წონაში თავს კარგად ვიგრძნობ და ფიზიკურად მომზადებული ვიქნები. უნდა აღვნიშნო, რომ საშუალო წონის დივიზიონში კომფორტულად ვარ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეს გამარჯვება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი იქნება. საუკეთესო რამ გამოვა, რაც შეიძლება ჩემს თავს გადამხდარიყო," - თქვა GGG-მ

კანელოსა და გოლოვკინს შორის ჩხუბი 17 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება. წინა 2 დაპირისპირებიდან 1-ლი ფრედ დასრულდა, მეორეში კი მსაჯების გადაწყვეტილებით (უმრავლესობით და არა ერთსულოვნად) მექსიკელმა გაიმარჯვა. ორივე მატჩი ძალიან სკანდალური გამოდგა. პირველში ორმა რეფერიმ 116:112 გოლოვკინის სასარგებლოდ დააფიქსირა, ხოლო ერთმა მსაჯმა კანელოს 118:110 მოგება დაუწერა, რაც რეალობიდან ძალიან შორს იყო. მეორე ბრძოლაში კი ალვარესს ორმა მსაჯმა გამარჯვება 115:113 მიანიჭა, ხოლო მესამემ 114:114 დააფიქსირა, არა და ყაზახმა მეტოქეს 32 დარტყმით მეტი მიაყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები