Thumbnail
  • საქართველო (ქალები) 1:3 ინდოეთი 
  • საქართველო 1.5:2.5 ნიდერლანდები

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-6 ტურის პარტიები გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრები მასპინძელთა გუნდთან და რუმინეთთან ერთად 10-10 ქულით ლიდერობდა. მე-6 ტურში სწორედ საქართველოსა და ინდოეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

ნანა ძაგნიძემ კონერუ ჰუმფის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო

სამწუხაროდ, ზედიზედ ხუთი მატჩის მოგების შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრები დამარცხდა - 1:3. პირველ დაფაზე კონერუ ჰუმფიმ თეთრი ფიგურებით დაამარცხა ნანა ძაგნიძე, მე-ე დაფაზე თეთრებით მოთამაშე ნინო ბაციაშვილი დაუზავდა ჰარიკა დრონოვანის. მე-3 დაფაზე ვაიშალი რ-მ (რამეშბაბუ) თეთრებით ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა. დაბოლოდ, მე-4 დაფაზე სალომე მელიამ ყაიმს მიაღწია თეთრებით ტანია საჩდევის წინააღმდეგ. 

საქართველოს ქალთა ნაკრებს 6 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-4 - მე-11 პოზიციებს იყოფს. ინდოეთი ქულათა მაქსიმუმით (12) ლიდერობს, მეორე-მესამე აზერბაიჯანი და რუმინეთია. 

საქართველოს ვაჟთა ნაკრები მე-6 ტურში ნიდერლანდებს შეხვდა და 1.5:2.5 დამარცხდა. თავიანთი პარტიები წააგეს ბაადურ ჯობავამ და მიხეილ მჭედლიშვილმა. ლუკა პაიჭაშემ ყაიმს მიაღწია, თამაზ გელაშვილმა კი მოიგო. 6 ტურიდან 8 ქულით ვაჟთა ნაკრები 27-ე პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები