Thumbnail
  • ნაპოლი 3:1 ჟირონა | კვარაცხელია 3:1 (80-პენალტი)
  • ხვიჩა მოედანზე 24-ე წუთზე პოლიტანოს გამო შევიდა და ის 91-ეზე შეცვალეს

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სეზონის წინ მეხუთე ამხანაგური მატჩი გამართა - კასტელ დი სანგროში ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნებულ ჟირონას შეხვდა და 3:1 მოუგო. 21 წლის ქართველმა შემტევმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, გოლიც გაიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

ხვიჩა წინა ტესტში მიღებული მცირე ტრავმის გამო, ლუჩანო სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, თუმცა მას მოულოდნელად, უკვე 24-ე წუთზე მოუხდა თამაშში ჩართვა - ახლა მატეო პოლიტანომ მიიღო ტრავმა. 

ფლანგზე მისი გაჩერება კატალონიელ მცველებს უჭირდათ

იტალიური კლუბის რიგებში ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პასებით და დრიბლინგით თამაშს ამწვავებდა და კარსაც სახიფათოდ ემუქრებოდა. 79-ე წუთზე ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ნაპოლის მესამე გოლი გაიტანა. 91-ე წუთზე მეტოქემ უნებურად სახეში გაარტყა იდაყვი და ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა, ის კოსტანცომ შეცვალა. საერთო ჯამში, მინდვრის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ქართველ ლეგიონერს მიეცა.

კვარაცხელიამ ნაპოლის რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. ნაპოლი მორიგ ამხანაგურს 6 აგვისტოს ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდს სერია A ეწყება, პირველი მეტოქე ვერონაა, ნაპოლი სტუმრად თამაშობს. 

ნაპოლი 3:1 ჟირონა

გოლები: 1:0 დავიდ ლოპესი (27-ავტოგოლი), 1:1 კასტელანიოსი (56), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (80-პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები