Thumbnail

ნიჩბოსნობა | ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

  • კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • ზაზა ნადირაძემ შესარჩე გაცურვაში მე-3 შედეგი აჩვენა და ფინალშია
  • ტურნირში მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილიც გამოვლენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში ნადირაძემ მე-3 შედეგი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შესარჩევი გაცურვა პოლონელმა ოლეკსი კოლიადიჩმა მოიგო, რომელმაც დისტანცია 41.02 წამში დაფარა. ფინიში მის შემდეგ გადაკვეთეს ესპანელმა სეტე ბენავიდესმა (41.23) და ზაზა ნადირაძემ (41.25). ფინალური შეჯიბრი 6 აგვისტოს გაიმართება.

ჰალიფაქსი მსოფლიოს ჩემპიონატს 3-7 აგვისტოს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ასევე იასპარეზებენ მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილი. ქერდიკაშვილი კანოეთი 200 მეტრზე შესარჩევ შეჯიბრში 4 აგვისტოს გამოვა, ხოლო ამავე დღეს ყაველაშვილი მონაწილეობას კაიაკით 200 მ-ზე საკვალიფიკავიო გაცურვაში მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები