Thumbnail

'ვინ ჯანდაბაა სადიო მანე?' - აინტრახტის პრეზიდენტი ბაიერნთან მატჩზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ფრანკფურტელთა პრეზიდენტი მიუნხენელებთან მატჩის წინ კარგ ხასიათზეა
  • 'მოგების შანსი გვაქვს, მაგრამ თუ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ტირილს არ დავიწყებ'
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ევროპალიგის გამარჯვებული ფრანკფურტის აინტრახტი ბუნდესლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ შეხვედრას მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ სახლში ხვალ, 5 აგვისტოს გამართავს და კლუბის პრეზიდენტი პეტერ ფიშერი მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი. 

გერმანული ტელევიზია NTV-სთან ინტერვიუში ფიშერმა ცენზურის გარეშე აღნიშნა, ვინ მიგდია სადიო მანე, ბაიერნს ყოველთვის კარგად ვეთამაშებოდითო. 

"სტადიონზე კვლავ ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება, ტრიბუნებიდან ენერგია წამოვა და ჩვენს ჯარისკაცებს ძალას შემატებს. ბუნებრივია, მოგების შანსი გვაქვს, მაგრამ თუ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ტირილს არ დავიწყებ. 

სადიო მანე? ვინ ჩემი ფეხებია (F**k) სადიო მანე? სხვათა შორის, რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ბოლო წლებში ბაიერნი რამდენჯერმე დავამარცხეთ, მათ შორის 2018 წლის თასის ფინალში. თუმცა, მიუნხენელები საოცრად თამაშობენ. ბრწყინვალე შეტევა, ძალიან მაღალი პრესინგი ნახევარდაცვაში, უმაღლეს დონეზე შეთამაშებული დაცვა. ეშმაკმა დალახვროს, ეს ძალიან მაგარი გუნდია," - თქვა ფიშერმა. 

ბუნდესლიგის მომავალი სეზონი სწორედ აინტრახტი-ბაიერნის შეხვედრით გაიხსნება. მატჩი 'დოიჩე ბანკ პარკზე' ხვალ, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები