Thumbnail

თანზილოვი აბუ დაბიში იჩხუბებს - ოთარის მეტოქე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოთარ თანზილოვი უცხოურ ორგანიზაციაში პირველად იჩხუბებს
  • UAE WARRIORS-ში მისი მეტოქე კანადელი ლუი ჟურდენი იქნება

ქართველი დაუმარცხებელი მებრძოლი, ოთარ თანზილოვი UAE WARRIORS-ში იჩხუბებს. მისი მეტოქე კანადელი ლუი ჟურდენი იქნება, რომელსაც 17 სექტემბერს აბუ დაბიში დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი ბრძოლა, როდესაც თანზილოვი საქართველოს ფარგლებს გარეთ იჩხუბებს.

ოთარს აქამდე ჩატარებული 7 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. ხუთ შემთხვევაში კი გამარჯვებას ნოკაუტით მიაღწია. ქართველმა მებრძოლმა ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებას GFC 15-ზე მიაღწია, სადაც ბრაზილიელი რაფაელ რიბეირო სოარეში საოცარი ნოკაუტით გათიშა, ბოლოს კი ირანელ მოჰამად დავლანდს სძლია.

ლუი ჟურდენს კარიერაში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მისი რეკორდი 5 მოგება და 3 მარცხია. მან ბოლოს მექსიკელ ხორხე კასტროსთან იჩხუბა და მეტოქე ქულებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები