Thumbnail
  • ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა
  • ინგლისელი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანო სასურველი ფეხბურთელი აღარაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლივერპულის ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ევროპაში უკვე აღარავის სჭირდება. ინგლისელის აზრით, CR7 აღარ არის ის ფეხბურთელი, როგორიც იყო და არც თანაგუნდელებისთვისაა გასახდელში მისაღები ფიგურა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ სიტუაცია აქამდე მივიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანომ გასულ სეზონში კარგად ითამაშა, მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით, ასეთი კონტრაქტის კი არასდროს მჯეროდა. მალე 38 წლის გახდება, საოცარი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარ არის ის ფეხბურთელი, როგორიც იყო. არავის სურს ევროპაში და არც კი ვარ დარწმუნებული, რომ ტენ ჰაგს მანჩესტერ იუნაიტედში მისი ყოლა უნდა. გარდა ამისა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ გასახდელში სხვებისთვის საჭირო ფიგურაა", - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა, მას იუნაიტედთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა, ჯერჯერობით, ისევ ინგლისური გრანდის ფეხბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები