Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა სლოვენიური შეკრება დაასრულა და უნგრეთში ჩავიდა
  • ილიას ზუროსის გუნდი ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიური შეკრება დაასრულა და უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში გადაინაცვლა, სადაც 5 და 6 აგვისტოს, უნგრეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ მეორე სპარინგს უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება. ილიას ზუროსის გუნდი უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩავიდა, თუმცა მიხეილ ბერიშვილს ფეხის ტრავმა აქვს და უნგრელებთან პირველ სპარინგში ვერ ითამაშებს, ამიტომაც, ილიას ზუროსის განკარგულებაში 15 მოთამაშეა:

გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გოგა ბითაძე აკლია, რომელიც ამერიკაშია. უნგრეთში გუნდთან ერთად არ იქნება სანდრო მამუკელაშვილიც, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო სლოვენიიდან თბილისში დაბრუნდა და ნაკრებს 7 აგვისტოს, უნგრული შეკრების შემდეგ, დაუბრუნდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მატჩებისთვის ემზადებოდა. საქართველოს ნაკრებს 24 და 27 აგვისტოს, შესაბამისად, ნიდერლანდებსა და იტალიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის, 1-ლი სექტემბრიდან კი სტარტს ევროპის პირველობაც აიღებს, რომლის პირველი ეტაპის A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

თუმცა, მანამდე ილიას ზუროსის გუნდი სპარინგებს უნგრეთისა (ორჯერ სტუმრად 5-6 აგვისტოს) და ისრაელის ნაკრებებთან (თბილისში ორჯერ 11-13 აგვისტოს) გამართავს, ხოლო შემდეგ საბერძნეთში "აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას, სადაც მასპინძელი საბერძნეთის გარდა, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები