Thumbnail
  • ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს
  • 22 წლის მცველმა კონტრაქტი პაფოსთან უკვე გააფორმა
  • პაფოსის მწვრთნელი მიჩელ სალგადოა, დირექტორი - გაისკა მენდიეტა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო თბილისის მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსულ პაფოსში გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ჯერჯერობით, კონტრაქტის ხანგრძლივობა და ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.

ხარაბაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2017-2019 და 2021-2022 წლებში თამაშობდა. შუალედში ის შვეიცარიულ ციურიხში ირჯებოდა, რომლის მაისურით მოედანზე 26-ჯერ გავიდა და 1 გოლი გაიტანა. თავიდან ის შვეიცარიული კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც არათუ სასტარტოში დაკარგა ადგილი, არამედ კლუბის დატოვება და დინამო თბილისში დაბრუნება მოუწია.

22 წლის მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლოს 2019 წელს. პაფოსი კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გამოდის და აღსანიშნავია, რომ კლუბის ტექნიკურ დირექტორად ცოტა ხნის წინ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა დაინიშნა, ხოლო მთავარი მწვრთნელი მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი მიჩელ სალგადოა.

📄 Πάφος, 5 Αυγούστου 2022 – Η ΠΑΦΟΣ FC ανακοινώνει την απόκτηση του νεαρού, διεθνή Γεωργιανού ποδοσφαιριστή Levan...

Posted by PAFOS FC on პარასკევი, 05 აგვისტო, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები