Thumbnail

ბარსას ახალი 'ცხრიანი' - რობერტ ლევანდოვსკი 'კამპ ნოუზე' წარადგინეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიურმა კლუბმა პოლონელი ახალწვეული საშინაო არენაზე წარადგინა
  • 33 წლის თავდამსხმელი ბარსელონას ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბარსელონამ ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად წარადგინა. პოლონელი ვარსკვლავის პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" გაიმართა და მას 57 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. 

33 წლის პოლონელი თავდამსხმელი მოედანზე 9-ნომრიანი მაისურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ბარსელონაში ამ ნომრით მემფის დეპაი თამაშობდა.

კატალონიურ გრანდს ახალი 'ცხრიანი' ჰყავს

კატალონიურმა კლუბმა მსოფლიო ფეხბურთში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი მიუნხენის ბაიერნისგან 45 მილიონ ევროდ, ივლისში შეიძინა და პირველად ის მედიას მაიამიში, ამერიკულ ტურნეში ყოფნის დროს წარუდგინა. რობერტო ლევანდოვსკიმ ბარსელონასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც გამოსასყიდ ფასად 500 მილიონი ევრო ჩაიწერა.

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნში 2014-2022 წლებში თამაშობდა, ამ კლუბის მაისურით კი თავდამსხმელმა 8-ჯერ ბუნდესლიგა, 3-ჯერ გერმანიის თასი და 5-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ასევე - ჩემპიონთა ლიგა (2019/20) და უეფას სუპერთასი (2020) მოიგო. პოლონელი, რომელიც მანამდე დორტმუნდის ბორუსიასა და ლეხის ღირსებას იცავდა, გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 7-ჯერ გახდა. 

ბარსას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და რობერტ ლევანდოვსკი

ესპანეთის 2021/22 წლების ჩემპიონატი სტარტს 12 აგვისტოს აიღებს. ჩავის გუნდი ლა ლიგის პირველ ტურში, 13 აგვისტოს, შინ რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები