- ჩელსიმ მარკ კუკურელიას 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა
- ტრანსფერის ღირებულებამ 62 მილიონი გირვანქა შეადგინა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ლონდონის ჩელსიმ ბრაიტონის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია დაიმატა. მხარეებმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ბრაიტონმა 24 წლის ფეხბურთელში 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონი გირვანქა კიდევ დაემატება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კუკურელია ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველი გახდა.
ესპანელი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. გასულ სეზონში მან ბრაიტონში 38 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მანამდე კი ეიბარისა და ხეტაფეს წევრი იყო.
მარკს ესპანეთის ნაკრებში ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული.
კომენტარები