- საქართველოს თასის 1/8-ფინალური მატჩები სექტემბერში გაიმართება
- შესაძლოა ამ ეტაპზე დინამო თბილისი და დინამო ბათუმი შეხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, დიდი შანსია ამ ეტაპზე გამორჩეული მატჩი შედგეს: დინამო ბათუმი დინამო თბილისის წინააღმდეგ.
თბილისური კლუბი 1/16-ფინალში სამტრედიას ხვდება და ამ წყვილში გამარჯვებული სწორედ საქართველოს ჩემპიონს შეხვდება. თასის გათამაშებაში სწორედ მერვედფინალიდან ერთვება დინამო ბათუმი, ისევე, როგორც თასის მოქმედი გამარჯვებული საბურთალო.
საქართველო თასი, 1/8-ფინალური ეტაპი
დინამო თბილისი 2 / სიონი V მაჭახელა / დილა
ვიტ ჯორჯია / ლოკომოტივი V შუქურა / გაგრა
გარეჯი / თელავი V ლოკომოტივი 2 / სამგურალი
მერანი თბილისი / სპაერი V ვიტ ჯორჯია 2 / ტორპედო
დინამო ბათუმი V სამტრედია / დინამო თბილისი
ზანა / ცხუმი V გურია / კოლხეთი
სამეგრელო / მერანი მარტვილი V საბურთალო
ვარკეთილი / საბურთალო 2 V გარდაბანი / რუსთავი
საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება, გამარჯვებული კი ერთი შეხვედრით გამოვლინდება. მანამდე, 6, 7 და 8 აგვისტოს 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები შედგება.
კომენტარები