Thumbnail

'ეს მუნდიალი არასწორ დროს ტარდება' - კლოპი კალენდრის გამო ისევ ბრაზობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის მთავარი მწვრთნელს მუნდიალის ჩატარების პერიოდი არ მოსწონს
  • გერმანელი სპეციალისტი ფიფას, უეფას, FA-ს და პრემიერლიგას შეხვედრას სთხოვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, რომელიც ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას გადატვირთული კალენდრის გამო და ფიფასა და უეფას აკრიტიკებს ხოლმე, ამჯერად 2022/23 წლების სეზონზე ისაუბრა. 

55 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მსოფლიო და ევროპული ფეხურთის მმართველებს, ასევე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასა და ინგლისის პრემიერლიგას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ ფეხბურთელებს. ლივერპულის თავკაცს განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატი აშფოთებს, რომელიც წელს კატარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს და ამის მიზეზი კლიმატური პირობებია.

გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელების მოფრთხილებას ითხოვს

"ფეხბურთელები უკვე ისედაც გადატვირთულები არიან. ვბრაზდები, როდესაც ამაზე ვლაპარაკობ. ყველამ იცის ჩემი პრობლემის შესახებ (გულისხმობს კალენდარს). ეს არასწორია, მაგრამ არავინ საუბრობს ამ საკითხზე იმდენს, რამდენიც საჭიროა. რაღაც უნდა შეიცვალოს. 

ფიფა, უეფა, ინფლისის ფეხბურთის ასოციაცია და პრემიერლიგა, მოდით, დავილაპარაკოთ! საჭიროა ერთი შეხვედრა, რომლის თემაც ფეხბურთის უმთავრესი შემადგენელი იქნება - ფეხბურთელები! 

ეს მსოფლიოს ჩემპიონატი არასწორ პერიოდში არასწორი მიზეზებით გაიმართება", - ამბობს კლოპი. 

ინგლისის პრემიერლიგის 2022/23 წლების სეზონი სტარტს 5 აგვისტოს იღებს, ლივერპული კი პირველი ტურის შეხვედრას 6 აგვისტოს, სტუმრად ფულემთან გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები