Thumbnail

Sherlock Holmes The Awakened | ლეგენდარულ პერსონაჟზე ახალი თამაში გამოდის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • შერლოკ ჰოლმსის ვიდეოთამაშების ახალი სერია 2023 წელს გამოვა
  • უკრაინულ კომპანიას ომთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა

შერლოკ ჰოლმსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია. დეტექტიური ჟანრის კლასიკა არტურ კონან დოილმა შექმნა და მის შესახებ ინფორმაცია ყველა ასაკის წარმომადგენელს აქვს. ჰოლმსის თავგადასავლებზე უამრავი მხატვრული ფილმი და სერიალი გადაიღეს, გამონაკლისი არც ვიდეოთამაშები გახლავთ.

უკრაინული დეველოპერული კომპანია Frogwares შერლოკ ჰოლმსის ახალ სერიაზე მუშაობს, რომლის პირველი თრეილერი 4 აგვისტოს გავრცელდა. თამაში 2007 წელს გამოვიდა და მოქმედება ორიგინალი სიუჟეტის მიხედვით ვითარდება. დეტექტიური ჟანრის გურუ "დედუქციურ მეთოდს" კვლავ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ იყენებს, მისი თანამებრძოლი აქაც ექიმი უოტსონია. ისინი უცნაურ გაუჩინარებათა სერიას იძიებენ, რომლებიც Cthulhu მითოსთანაა დაკავშირებული. თამაშს დეტექტიურ და სათავგადასავლო სტილთან ერთად, საშინელებათა ჟანრის ელემენტებიც დაემატება. 

ჰოლმსი და ექიმი უოტსონი ერთად გაუჩინარებათა სერიას იძიებენ 

ცოტაოდენი რამ Frogwares-ის შესახებ: კომპანიის სათავო ოფისი კიევში მდებარეობს. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით წარმოებას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, რის გამოც, Epic Games-მა გრანტი მიანიჭა, რათა თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მიეღოთ. სტუდია წლებია, სათავგადასავლო თამაშების ინდუსტრიას ანვითარებს.

რაც შეეხება Sherlock Holmes The Awakened-ს, იგი ისტორიის განმავლობაში არაერთი პრიზის მფლობელი გახდა. 2007 წელს GameSpot-ის ჯილდო მიიღო, ასევე წარდგენილი იყო წლის საუკეთესო სათავგადასავლო თამაშის ნომინაციაში. 2011 წელს Adventure Gamers-მა 80 საუკეთესო თამაშს შორის დაასახელა, რაც კი ოდესმე გამოსულა.

შერლოკ ჰოლმსის ვიდეოთამაშების ახალი სერია 2023 წელს გამოვა, რომელიც შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: Windows, Switch, PS4, PS5, Xbox One, Xbox და Series X/S.

კომენტარები

ბოლო ამბები