Thumbnail

Sportskeeda: გიგა ჭიკაძე UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო კიკბოქსიორია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • კატართან მარცხის მიუხედავად, გიგა UFC-ის 10 საუკეთესო კიკბოქსიორს შორისაა
  • ჭიკაძე მომავალ ბრძოლას სადიქ იუსუფის წინააღმდეგ 19 სექტემბერს გამართავს

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სპორტული გამოცემა Sportskeeda-მ UFC-ის საუკეთესო კიკბოქსიორები დაასახელა და 10 საუკეთესოს შორის გიგა ჭიკაძე მე-9 ადგილზე დააყენა. 

საიტი აღნიშნავს, რომ გიგას კიკბოქსინგი, კალვინ კატართან წაგების მიუხედავად, კვლავ შთამბეჭდავია და ის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, როცა ნახევრადმსუბუქი წონის სიღრმეს გავითვალისწინებთ. 

აი, რას წერს სტატიის ავტორი ქართველის შესახებ:

"ცბიერი თავდამსხმელი 'ნინძა' მარცხენა ჰაი ქიქით შეტევამდე, ძირითადად, ორთოდოქსულ (მარჯვენა) დგომას იყენებს. როცა მოწინააღმდეგე ნოკაუტის ძალის მქონე კიკბოქსიორისგან მარცხენა ხელით დარტყმის საფრთხეს იგრძნობს და მისი თავიდან არიდებით არის დაკავებული, ჭიკაძე საყრდენ ფეხს ცვლის და ოქრთოდოქსული დგომის ნაცვლად მარცხენა დგომში გადადის. ამ ნაბიჯის შემდეგ ქართველი ემზადება და ელოდება, რომ მეტოქე შეუტევს, რათა თავისი მარცხენა ჰაი ქიქი გამოიყენოს. როგორც კი მოწინააღმდეგე ნაბიჯს წინ გადადგამს, მას ჭიკაძის ფარული-მარცხენა დარტყმა სხეულში ხვდება. სწორედ ესაა ცნობილი 'Giga Kick'. ამ დარტყმის საუკეთესო მაგალითი ქაბ სვანსონთან გამარჯვების მომტანი ქიქი იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი იდეალური არ არის და ძალიან ხშირად, წარუმატებლად დარტყმის შემდეგ უკან იხევს, რაც მისთვის სასარგებლო არაა."

გიგა ჭიკაძე UFC-ში მომავალ ჩხუბს სადიქ იუსუფის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება UFC Apex არენაზე 19 სექტემბერს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები