Thumbnail
  • რიოს აზრით, იუნაიტედს კრიშტიანოს შემცვლელი არ ჰყავს
  • ვეტერანი მიიჩნევს, რომ რონალდო 'ეშმაკების' რიგებში უნდა დარჩეს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ 'ეშმაკებმა' კრიშტიანო რონალდო არცერთ შემთხვევაში გუნდიდან არ გაუშვან. 

ვეტერანი მცველი მიიჩნევს, რომ 'წითლების' რიგებში არავინაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლების სტაბილურად გატანა პორტუგალიელის მსგავსად შეუძლია. 

"ხალხი ამბობს, რომ კრიშტიანოს გაშვება საჭიროა. მოდით, ჯერ ისეთი მოთამაშე მოიყვანეთ, რომელიც სეზონში 24-25 გოლის გატანას შეძლებს. ნუნიესი ლივერპულში წავიდა, ჰაალანდი სიტიში, ლევანდოვსკი ბარსელონაში. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებიც იუნაიტედის სისტემაში მარტივად ჩასხდებოდნენ, მაგრამ ყველა დაკავებულია. სწორედ ამიტომ, რონალდოს გაშვება არ შეიძლება, მუხლებზე რომ დაიჩოქოს და წასვლა ითხოვოს.
 
გუნდი მარსიალს ვერ დაეყრდნობა, ფრანგი არასტაბილურია. მარკუს რაშფორდს წელიწადნახევარია არ უთამაშია. ჯეიდონ სანჩომ ის დონე ვერ აჩვენა, რასაც კლუბში ელოდნენ. ენტონი ელანგა ახალგაზრდაა. ვისზე ვიტყვით, რომ გუნდის საკუთარ მხრებზე ჩამოკიდებას შეძლებს? შესაძლოა ეს ბრუნო ფერნანდეში იყოს, მაგრამ ის ფორვარდი არაა. 

ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ რონალდო თავიდან უნდა მოიშორონ, მის გარშემო საცირკო ვითარებაა. შესაძლოა, ის ზედმეტ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ეს ბიჭი ყოველ სეზონში გოლების უპირობო გარანტია," - თქვა ფერდინანდმა

37 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში 37 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში რონალდოს სხვადასხვა ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა კრიშტიანო ისევ იუნაიტედის ფეხბურთელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები