Thumbnail

3 ნაბიჯი - რა უნდა გააკეთოს ბარსამ ახალწვეულების დასარეგისტრირებლად

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ლა ლიგა ბარსელონას 7 ფეხბურთელს არ არეგისტრირებს
  • კლუბმა უფლების მისაღებად სამი რთული ნაბიჯი უნდა გადადგას

როგორც Diario Sport წერს, ლა ლიგამ ბარსელონას ნათლად განუმარტა, რომ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციისათვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და კატალონიელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება, ახალწვეულებმა თამაშის უფლება რომ მიიღონ. 

ლიგის წარმომადგენლებმა კლუბს შეატყობინეს, რომ ბარსას ფინანსური მდგომარეობა რობერტ ლევანდოვსკის, ფრანკ კესიეს, ჟიულ კუნდეს, რაფინია დიასისა და ანდრეას კრისტენსენის რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევს. იგივე ეხებათ უსმან დემბელესა და სერჟი რობერტოს, რომლებმაც კატალონიელებთან ახალ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. 

ამ 7-მა ფეხბურთელმა 'ბლაუგრანაში' თამაშის რომ შეძლონ, ბარსელონამ მეოთხე ეკონომიკური ბერკეტი უნდა გააქტიუროს და Barça Studios-ის აქციათა 25% გაყიდოს. ამასთანავე, კლუბის სახელფასო მოცულობის შემცირებაც სჭირდება, რადგან მოცემულ რეალობაში დაშვებულ ლიმიტს აჭარბებს. კიდევ ერთი - ბარსა ვალდებულია ამჟამად რეგისტრირებული რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას. 

კომენტარები

ბოლო ამბები