Thumbnail

'კლუბი ყველამ კარგად დამიხასიათა' - ვეინალდუმი რომაში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომამ ჟორჟინიო ვეინალდუმი 1-წლიანი იჯარით დაიმატა
  • ნიდერლანდელმა ბოლო სეზონი პსჟ-ში გაატარა

პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი რომაში გადავიდა. იტალიური კლუბის ვებ-გვერდზე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნიდერლანდელი "ჯალოროსის" 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ყველამ, ვისთანაც ვისაუბრე, რომა კარგად დამიხასიათა, ისევე, როგორც გულშემატკივრები. კლუბმა ჩემი დამატების დიდი სურვილი გამოავლინა და სოციალურ ქსელებში ფანებისგანაც დიდი სიყვარული ვიგრძენი. ვეცდები, გუნდს 100%-ით დავეხმარო ყველა მიზნისთვის ბრძოლაში", - თქვა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.

ვეინალდუმი პარი სენ-ჟერმენს გასულ წელს შეუერთდა და 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა. მანამდე ის ფეიენოორდში, პსვ ეინდჰოვენში, ნიუკასლ იუნაიტედსა და ლივერპულში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ცოტა ხნის პაულო დიბალა დაიმატა, მანამდე კი, ნემანია მატიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები