Thumbnail

განადგურებული აინტრახტი - ბაიერნმა ბუნდესლიგა მაგრად დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბუნდესლიგა | აინტრახტი 1:6 ბაიერნი
  • ჯამალ მუსიალამ დუბლი შეასრულა, სადიო მანემ ისევ გაიტანა

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონის შესაფერისად დაიწყო. ბავარიელებმა ფრანკფურტის აინტრახტი სტუმრად 6:1 გაანადგურეს!

იულიან ნაგელსმანის გუნდი სეზონის სტარტს შესანიშნავ ფორმაში რომ შეხვდა, ერთი კვირის წინაც გამოჩნდა, როცა "რეკორდმაისტერმა" გერმანიის სუპერთასზე ლაიპციგი დაამარცხა და სეზონი ტიტულით გახსნა.

ბაიერნს ბოლო წლებში აინტრახტთან თამაში როგორც მინიმუმ არ უადვილდებოდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მიუნხენელებმა 6-დან 5 გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს!

დუბლი შეასრულა ჯამალ მუსიალამ, სუპერთასის მსგავსად, გაიტანა სადიო მანემ. სხვათა შორის, მანე ბოლო 10 წელიწადში ბაიერნის პირველი ახალწვეულია, რომელმაც საწყის ორ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მანამდე ეს მარიო მანჯუკიჩს ჰქონდა გაკეთებული, 2012/13 წლების სეზონის სტარტზე.

ამგვარად, ბაიერნი ამ სეზონშიც ძალიან მრისხანე მოსჩანს, აინტრახტმა კი, რომელიც ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებულია და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს, კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა.

აინტრახტი 1:6 ბაიერნი

გოლები: 0:1 კიმიხი (5), 0:2 პავარი (11), 0:3 მანე (29), 0:4 მუსიალა (35), 0:5 გნაბრი (43), 1:5 კოლო მუანი (64), 1:6 მუსიალა (83)

ბაიერნი (4-4-2): ნოიერი - პავარი (82. მაზრაუი), უპამეკანო, ერნანდესი (82. დე ლიხტი), დევისი - მიულერი (65. სანე), კიმიხი, ზაბიტცერი (57. გრავენბერხი), მუსიალა - მანე, გნაბრი (65. ტელი).

კომენტარები

ბოლო ამბები