Thumbnail
  • ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • იტალიის ნაკრების ფეხბურთელზე ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა აღნიშნა, კვარაცხელიას ნეაპოლში გადასვლამდე არ იცნობდა, მაგრამ უკვე დარწმუნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ვარჯიშებზეც კი მაქსიმალურად იხარჯება.

"კვარაცხელიას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როცა გავიგე, რომ მის ყიდვას ვაპირებდით, მაშინ დავიწყე მისი ვიდეოების ყურება და აშკარად ჩანდა, რომ მაგარი იყო. შეკრებაზე გამოჩნდა, რატომ გადაწყვიტა ნაპოლიმ მისი შეძენა. ვარჯიშებზეც კი ძალიან მონდომებულია და მაქსიმუმს გასცემს. ის ძალიან ძლიერია", - თქვა დი ლორენცომ.

დი ლორენცოზე კვარამ შთაბეჭდილება უკვე მოახდინა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პრესეზონზე 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ნაპოლი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს ესპანიოლთან გამართავს, ხოლო სეზონს 15 აგვისტოს, ვერონასთან საგარეო მატჩით გახსნის.

ჯოვანი დი ლორენცო ნაპოლიში 2019 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონის წინ ის ლუჩანო სპალეტიმ გუნდის კაპიტნად დანიშნა. იტალიელი მცველი შარშან იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები