Thumbnail
  • აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვატო არველაძე კარიერას ნეფთჩიში გააგრძელებს
  • 24 წლის თავდამსხმელი ბაქოს კლუბში საბა კვერკველიას თანაგუნდელი გახდება

ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანში, ბაქოს ნეფთჩიში გააგრძელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს, რომლის ცნობით, დედაქალაქურ კლუბსა და 24 წლის თავდამსხმელს შორის შეთანხმება მიღწეულია.

როგორც ირკვევა, ნეფთჩისა და არველაძეს შორის ყველა საკითხი შეთანხმებულია და დარჩენილი მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებაა. 

გასულ სეზონში ვატომ თურქეთის ჩემპიონატსა და თასზე 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა

ვატო არველაძე, რომელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის შვილია, ბოლოს ფათიჰ კარაგიუმრიუკის ღირსებას იცავდა, რომელშიც 2020 წლიდან გამოდიოდა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრქტი ზაფხულში ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ვატოს ასევე უთამაშია თურქულ კასიმპაშაში (მეორე გუნდში), პოლონურ კორონა კიელცეში, ხოლო სამშობლოში თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა. ფორვარდის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების 2 მატჩში გატანილი 1 გოლია. 

ვატო არველაძეს ბაქოში საბა კვერკველია დახვდება

შეგახსენებთ, რომ ბაქოს ნეფთჩის ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია შეუერთდა. აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონები კონფერენსლიგაში გამოდიან, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ვენის რაპიდი ჰყავთ. აზერბაიჯანულმა კლუბმა პირველი თამაში შინ ანგარიშით 2:1 მოიგო, საპასუხო თამაშს კი სტუმრად 11 აგვისტოს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები