Thumbnail

'ის დაწყევლილია' - თომას ტუხელი ჩელსიში ყველაზე არასასურველ ნომერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა კლუბში გავრცელებულ ცრურწმენაზე ისაუბრა
  • ლონდონელ ფეხბურთელები სათამაშო ნომერს 9-ს დათარსულად მიიჩნევენ
  • ჩელსის ბოლო 'ცხრიანი', რომელმაც ვერ გაამართლა, რომელუ ლუკაკუ იყო

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, რომ მის გუნდში სათამაშო ნომერ 9-ს დანავსულად მიიჩნევენ და მისი აღება არავის სურს. 

ცნობისთვის, "ცხრიანი" ჩელსიში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერში დაბრუნდა. მანამდე მაისურზე ამ ნომრით ჩელსიში რადამელ ფალკაო, ალვარო მორატა, გონსალო იგუაინი და ფერნანდო ტორესი გამოდიოდნენ, თუმცა ლონდონურ კლუბში მათი კარიერა, მოლოდინის მიუხედავად, წარმატებული ვერ გამოვიდა.

გერმანელი სპეციალისტი არ მალავს, რომ თავადაც ცრუმორწმუნე გახდა

"ის დაწყევლილია. ხალხი მუდმივად მეუბნება, რომ ის დაწყევლილია. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ნომერს ვაკანტურს ახალი მოთამაშისთვის, ტაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ვტოვებთ. "ცხრიანზე" მოთხოვნა აშკარად არ შეინიშნება. მოთამაშეები ზოგჯერ ნომრებს ცვლიან, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ ნომრის არჩევა არავის სურს. 

ყველა, ვინც კლუბში ჩემზე დიდხანს იმყოფება, მიყვება კლუბის ყოფილი "ცხრიანების" წარუმატებლობებზე. ახლა უკვე მეც ცრუმორწმუნე გავხდი და მესმის, რატომ ერიდებიან N9-ს მოთამაშეები და ირჩევენ სხვა ნომერს", - აქვეყნებს ტუხელის სიტყვებს ბრიტანული მედია. 

თომას ტუხელს ესმის, რატომ ერიდებიან მისი ფეხბურთელები ცხრიანს

48 წლის გერმანელი სპეციალისტი ლონდონის ჩელსიში 2021 წლის იანვარში მივიდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა იმავე წელს ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები