Thumbnail
  • ქართველი ფეხბურთელი იჯარით კარიერას რეალ უნიონში აგრძელებს
  • გაგუამ ალავესის მაისურით 2 სეზონში 13 გოლი გაიტანა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გაგუა ალავესიდან ერთწლიანი იჯარით კარიერას რეალ უნიონში გააგრძელებს. ქართველი შემტევი ალავესის მეორე გუნდის ღირსებას 2 სეზონის განმავლობაში იცავდა და 13 გოლი გაიტანა.

გაგუა მომავალ სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ითამაშებს. რეალ უნიონი პრიმერადივიზიონის მეორე ჯგუფში თამაშობს, სადაც ბარსელონას, ბილბაოს, სოსიედადისა და ოსასუნას მეორე გუნდები ასპარეზობენ. ქართველი თავდამსხმელი კონტრაქტს ხელს კვირას მოაწერს.

რეალ უნიონის მფლობელი ცნობილი ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერია, მისი ძმა კი კლუბის პრეზიდენტია. გაგუას ახალი გუნდი სეზონს 28 აგვისტოს დაიწყებს და პირველ ტურში კორნელიას უმასპინძლებს. გაგუას რეალ უნიონის წინააღმდეგ გოლიც აქვს გატანილი და იმ მატჩში საგოლე გადაცემაც შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები