Thumbnail
  • მეცის 21 წლის თავდამსხმელი საფრანგეთში ყურადღების ცენტრშია
  • ფეხბურთელი პირველ ტურში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა
  • Ouest-france მკითხველს ურჩევს, მას მეორე ტურშიც დააკვირდეს

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გამოჩენა საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველსავე ტურში შეძლო. 21 წლის ფეხბურთელმა ამიენთან შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:0 მოიგო, ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი მიითვალა. 
 
გამოცემა Ouest-France-მა ის მოთამაშეები და კლუბები ჩამოთვალა, რომლებსაც გულშემატკივარმა ლიგა 2-ის მომდევნო ტურში ყურადღება უნდა დაუთმოს. ჩამოთვლილ ფეხბურთელებს შორის გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.

"უნდა ვახსენოთ მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეც. საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში თავის კლუბში უკვე გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მართალია, მიქაუტაძე მეცში 2017 წლიდან ირიცხება, მაგრამ იჯარით ბელგიურ ჟუპილერ ლიგაში უშვებდნენ ხოლმე, სადაც გასულ სეზონში სერენის მაისურით 33 მატჩში 14 გოლი შეაგდო. სერინში იჯარიდან დაბრუნებული ნიანის, გუიესა და ები ჯალოუს მსგავსად, ქართველ ფეხბურთელსაც მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან", - წერს საიტი.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში მეცი სტუმრად კაენს დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი კაენთან მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთშია დაბადებული, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას კი 2021 წლიდან იცავს, როლის მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები