Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ბეისბოლის მატჩის საპატიო სტუმარი იყო
  • როდის დაბრუნდება გოგა საქართველოში

ბეისბოლის კლუბმა ინდიანაპოლის ინდიანსმა "ვიქტორი ფილდზე" ინდიანა პეისერსის ოთხ კალათბურთელს უმასპინძლა, მათ შორის გოგა ბითაძეც იყო. კალათბურთელები გულშემატკივრებს შეხვდნენ, დაარიგეს ავტოგრაფები და ძალები ბეისბოლის მოედანზეც მონიშნეს. გოგასთან ერთად შოუში სელტიკსიდან გადაგასული აარონ ნეისმითი, ახალბედებები ბენედიქტ მატურინი და კენდალ ბრაუნი მონაწილეობდნენ. 

პეისერსის ოთხეული ინდიანსს ესტუმრა

"ცხოვრებაში პირველად ვუყურებ ბეისბოლს. წესების დიდი ნაწილი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ", - განაცხადა ბითაძემ. მიუხედავად იმისა, რომ ბეისბოლი გოგასთვის სრულიად ახალი ხილია, ცერემონიული გასროლა მან ახალბედებს მიანდო: "დარწმუნებული ვარ, რომ ბურთს კარგად ვისვრი, მაგრამ არ მინდა. ამ საქმეს ახალბედებებს მივანდობ". 

ცნობილი ჟურნალისტი სკოტ აგნესი წერს, რომ გოგა ბითაძემ ზაფხულის ნაწილი საქართველოში ნაკრებთან ერთად ვარჯიშში გაატარა და ის ამერიკაში დაახლოებით ერთი თვით დაბრუნდა, რათა კლუბის სამედიცინო სტაფის მეთვალყურეობით ივარჯიშოსო. ეს ჩვენთვის საინტერესო ცნობაა, რადგან გოგას უკან დაბრუნების თარიღი უცნობი იყო. შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ გახურებაზე მუხლის ტკივილი იგრძნო და გუნდს ვეღარ დაეხმარა. 25 ივლისს კი მან საქართველო დატოვა და ინდიანაში გაემგზავრა. 

როგორც ჩანს, გოგას ნაკრებში 24 აგვისტომდე არ უნდა ველოდოთ, როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპს ნიდერლანდებთან მატჩით იწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები