Thumbnail
  • U18 საქართველო 60:67 U18 უნგრეთი 
  • 10 ქულა და მეტი მხოლოდ ორმა ქართველმა კალათბურთელმა ჩააგდო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა, უნგრეთთან 60:67 დამარცხდა. წაგებულ გუნდში საუკეთესო ლუკა კუჭუხიძე იყო 13 ქულით და 5 მოხსნით, ანდრია მუჯირმა 10 ქულა დააგროვა, სხვა ორნიშნა ზღვარს არავინ გადაცილებია, მათ შორის არც გუნდის ლიდერი გიორგი ოჩხიკიძე - 9 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტი. ვატო გაჩეჩილაძის ანგარიშზე 7 ქულა და 14 მოხსნაა (5 მეტოქის ფარზე). 

რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიში ცუდად სრულდება ჩვენი გუნდის გამოსვლა, რომელიც იმედიანად დაიწყო, ყველაფერი ნიდერლანდებთან მარცხმა გააფუჭა, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა არა მხოლოდ პირველი ადგილი დაკარგა ჯგუფში, არამედ, საერთოდ ვერ გააგრძელა ელიტის საგზურისთვის ბრძოლა. შემდეგ იყო მარცხი უკრაინასთან და უნგრეთთან. საქართველოს ნაკრები ახლა მე-15 ადგილისთვის ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები