Thumbnail
  • საქართველო (ქალები) 3.5:0.5 სომხეთი (ქალები)
  • საქართველო 4:0 ვენესუელა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, 11-ტურიან შეჯიბრში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები მონაწილეობენ. დღეს მე- ტურის პარტიები გაიმართა. 

ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა დღეს ისვენებდა

საქართველოს ქალთა ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო - 3.5:0.5. ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა თავიანთი პარტიები მოიგეს, მხოლოდ სალომე მელია დაუზავდა მეტოქეს. საქართველოს ქალთა ნაკრებს 8 ტურის მერე 14 ქულა აქვს. ჩვენს გუნდს ქულებით მხოლოდ ინდოეთი უსწრებს, რომელიც დღეს უკრაინას 2:2 დაუზავდა (ყველა პარტია ყაიმით დასრულდა). ინდოეთის ნაკრებს 15 ქულა აქვს, საქართველოს - 14, უკრაინას და კიდევ რამდენიმე გუნდს - 13. 

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ვენესუელას მშრალი ანგარიშით მოუგო - 4:0. მოიგეს მიხეილ მჭედლიშვილმა, ლუკა პაიჭაძემ, ლევან ფანცულაიამ და თამაზ გელაშვილმა. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები