Thumbnail

მეხუთე ადგილი ფინალში - ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში იასპარეზა
  • 7 აგვისტოს ფინალში ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი) იასპარეზებს

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ინდივიდუალურ კანოეში 200 მეტრზე ფინალური გაცურვა გაიმართა. ფინალისტთა შორის საქართველოს კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძეც იყო, რომელმაც კვალიფიკაციაში 41.25 წამი შედეგი აჩვენა. 

ფინალურ გაცურვაში ზაზა ნადირაძემ უკეთესი დრო აჩვენა - 39.67 წამი - თუმცა ეს დრო მხოლოდ მე-5 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. მსოფლიოს ჩემპიონი პოლონელი ოლექსი კოლიაძიჩი გახდა 39.25 წამი შედეგით, მან გერმანელ და ყაზახ ნიჩბოსნებს გაუსწრო. 

7 აგვისტოს ჰალიფაქსში ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში ბადრი ყაველაშვილი მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ზაზა ნადირაძე ერთადგილიანი კანოეთი ევროპის 2018 წლის ჩემპიონია (ბელგრადი). 2017 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2, ხოლო ევროპაზე მე-3 შედეგები აჩვენა, 2019-ში კი მსოფლიოზე მესამე იყო. 

🟡 სამწუხაროდ ზაზა ნადირაძემ დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა, მადლობა მას ბრძოლისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს🙌🇬🇪💪

Posted by საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია / Georgian National Canoe Federation on შაბათი, 06 აგვისტო, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები