Thumbnail
  • ნაპოლი 0:0 ესპანიოლი | ხვიჩა კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა
  • 15 აგვისტოს ნაპოლი ჩემპიონატის პირველ მატჩში ვერონას ესტუმრება 

კასტელ დი სანგროში ნაპოლიმ სერია A-ს დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ითამაშა, ლა ლიგის ესპანიოლს 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 72-ე წუთზე პეტანიამ გამოცვალა. 

ხვიჩა კვარაცხელიამ 6 ამხანაგურ მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა

ქართველი ლეგიონერი მარცხენა ფრთაზე ჩვეულად აქტიურობდა, მაგრამ წუნიც ბევრი ჰქონდა. ხვიჩამ წინასასეზონო მატჩებში 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა მატეო პოლიტანომ, მისი თამაში პირველ ტურშიც თითქმის გამორიხცულია. ასე რომ, დიდი ალბათობით ხვიჩას დებიუტი სერია A-ში ვერონაში ჰელასთან სასტარტო შემადგენლობაში შედგება. ეს მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები