- ქართველი ფორვარდი ინგლისური ჩემპიონშიპის კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა
- 'უნდა დავაკვირდეთ' - ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძეზე
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული მეცის 21 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ ბარნლის ინტერესის სფეროში მოექცა.
ამ ინფორმაციას Footballleagueworld სანის რეპორტიორ ალან ნიქსონზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ირკვევა, ბარნლის მთავარ მწვრთნელ ვინსენ კომპანის (ბელგიის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი კაპიტანი) მეციდან ერთბაშად 2 ფეხბურთელის გადაბირება სურს. ესენი მიქაუტაძე და 25 წლის მალელი მცველი ბუბაკარ კუაიტე არიან.
“კუაიტე ცენტრალურ ზონაში თამაშობს და ფრანგული კლუბი მას 10 მილიონ ფუნტად აფასებს, რაც ბარნლისთვის ძალიან ბევრია, ამდენად, რა ბედი ეწევა მოლაპარაკებას, უცნობია. აი, მიქაუტაძე კი ფორვარდია, რომლის დამატებაც კომპანის ძალიან სურს. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა გასულ კვირას, როდესაც მეცმა ლიგა 2-ში პირველი ტურის მატჩი ჩაატარა”, - წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.
ცნობისთვის, მეცს მომდევნო შეხვედრა 8 აგვისტოს სტუმრად კაენთან ელის, ბარნლის კი ორ ტურში 4 ქულა აქვს და ჩემპიონშიპის მოწინავე სამეულშია.
გიორგი მიქაუტაძემ 2020-2022 წლებში იჯარით ბელგიურ სერენში ითამაშა, სადაც გამორჩეული ლიდერი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო (ორ არასრულ სეზონში ჯამში 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა), მეცმა კი მხოლოდ ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ დაიბრუნა.
გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა ერთი წლის წინ მიიღო და ეროვნულ ნაკრებში 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
კომენტარები