Thumbnail

უარი აზარენკას - ბელარუს ჩოგბურთელს კანადის ვიზა არ მისცეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ვიკტორია აზარენკა ტორონტოში დაგეგმილ WTA-ტურნირზე ვერ იასპარეზებს. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რომელიც რეიტინგში ახლა მე-20 ადგილზეა, დაადასტურა, რომ ტორონტოს ტურნირს გამოტოვებს.

33 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი ტრავმირებული არ არის. საქმე ისაა, რომ მას კანადის ვიზაზე უარი უთხრეს.

“ეს დიდი იმედგაცრუებაა. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ტურნირს გამოვტოვებ,” - დაწერა დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა ტვიტერზე.

ახლა აზარენკას მიზანი ცინცინატის (აშშ) ტურნირზე ასპარეზობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები