Thumbnail

დაამტკიცებს უდანაშაულობას? მანჩესტერში გიგზის სასამართლო დაიწყო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მანჩესტერში რაიან გიგზის სასამართლო პროცესი დაიწყო.

იუნაიტედის ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელი დღეიდან შეეცდება, დაამტკიცოს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. როგორც იცით, 48 წლის გიგზს 2017-2020 წლებში ყოფილ მეგობარ გოგონა ქეით გრევილზე თავდასხმასა და მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გიგზი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ამ ამბავმა რაიანის სამწვრთნელო კარიერაზე უკვე იმოქმედა ცუდად. 2020 წლის ნოემბერში მან უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რაიან გიგზმა, რომელიც მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა (1990-დან 2014 წლამდე, 672 მატჩი, 114 გოლი), 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი.

კომენტარები

ბოლო ამბები