Thumbnail

ტრანსფერები | კავანი მამარდაშვილთან? გატუზომ ურუგვაელი მოითხოვა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯენარო გატუზოს ვალენსიაში ედინსონ კავანის მიყვანა სურს და კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. 

რომანომ ისიც დაწერა, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა ბოკა ხუნიორსს უარი ოჯახური მიზეზებით უთხრა და განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებაა. როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, კავანის ოჯახს ესპანეთში ცხოვრება სურს და შესაბამისად, ედინსონს ესპანურ კლუბში თამაში უნდა. 

35 წლის თავდამსხმელმა ბოლო 2 წელი მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა. პრემიერლიგაში ნათამაშებ 2000 წუთში ურუგვაელმა 12 გოლი გაიტანა. კავანი 'წითელ ეშმაკებს' გასული სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები