Thumbnail

ბრაზილიაში მსოფლიოს ლეგენდარული ჩემპიონი მოკლეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

საბრძოლო სპორტის სამყარო შოკირებულია იმ ამბით, რომელიც ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა: ჯიუ-ჯიცუს ლეგენდა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ლეანდრო ლო სან პაულუში მოკლეს.

ესპანური “მარკა” 33 წლის სპორტსმენის დაღუპვის დეტალებზე წერს: სან პაულუში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლეანდრო ლოს ნასვამ ადამიანთან ჩხუბი მოუვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც იმ მომენტში თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

როგორც ირკვევა, მან ჯერ ლოსთვის ბოთლის ჩარტყმა სცადა, მერე კი იარაღი ამოიღო და ჯიუ-ჯიცუში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონს თავში ესროლა. ლო სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.

“სპორტის ამ სახეობის ნამდვილმა კერპმა, ყველასათვის საყვარელმა ლეანდრო ლომ დაგვტოვა. მოწიწების ნიშნად ქედს ვიხრით მისი დამსახურებების წინაშე. ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ეხმარებოდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს შთააგონა სპორტის ამ სახეობით დაკავება,” - ვკითხულობთ ბრაზილიის ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის განცხადებაში.

ლომ თავისი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონობა წელს იზეიმა. იგი 6 სხვადასხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახლდათ. გარდა ამისა, 4-ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები