Thumbnail

'სატიტულო ბრძოლასთან არც ისე შორს ვარ' - რომან დოლიძის ინტერვიუ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 34 წლის 'კავკასიელი' ახალი ბრძოლი გაოფიციალურებას ელოდება
  • რომანმა კომენტარი UFC-ის ივენთის საქართველოში ჩატარებაზეც გააკეთა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ (10-1) ინტერვიუ ფრანგულ Actu MMA-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. 

რომანი მომავალში მხოლოდ ტოპ მებრძოლებთან ჩხუბი სურს და უნდა, რომ ტიტულზე ბრძოლის შანსის რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. 

...MMA კარიერის დასაწყისზე: "საბრძოლო სპორტის სახეობები კარატეთი დავიწყე, თუმცა ფეხბურთზე მალე გადავერთე და 18-19 წლამდე მეკარე ვიყავი. შემდეგ სასწავლებლად ოდესაში გადავედი, სადაც ჯიუ-ჯიცუზე შევედი და 5 წელში უკრაინის, შემდეგ გრეპლინგში UWW-ის ჩემპიონი გავხდი. 28 წლის ვიყავი, როცა უკრაინული ორგანიზაცია WWFC-მა შერეული ორთაბრძოლების მატჩი შემომთავაზა და დავთანხმდი, რადგან მზად ვიყავი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ იქამდე MMA-ზე არც მიფიქრია."

...UFC-ზე: "უკრაინული WWFC ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა, ყოველთვის ძლიერ მეტოქეებს მირჩევდნენ, თუმცა ბოლო 2 ჩხუბი სუსტ მოწინააღმდეგესთან ჩავატარე. სწორედ ამიტომ გავაფორმე კონტრაქტი UFC-სთან სწრაფად. შედარებაც არაა, UFC სულ სხვა დონისა და მასშტაბის ორგანიზაციაა."

...მომავალზე: "ოცნებები არ მაქვს, მხოლოდ მიზნები. ბევრ მებრძოლთან ჩხუბი მინდა და ვიცი, მზად ვარ. მსურს, ტიტულზე ბრძოლის შანსი რაც შეიძლება მალე მივიღო და ვფიქრობ, რომ მისგან არც ისე შორს ვარ. ჯერ ტოპ 15-ში არ შემიყვანეს, მაგრამ მოხვედრა მინდა, ამიტომ ვითხოვ რეიტინგულ სპორტსმენებთან ჩხუბს. კაილი დოკასი ცუდი მებრძოლი საერთოდ არ არის, ტოპ 15-თან ახლოს მყოფ ბიჭებთან უჩხუბია, მე კი ძალიან იოლად დავამარცხე. მგონია, რომ დადგა დრო, როცა მხოლოდ ტოპებთან უნდა ვიჩხუბო." 

...UFC-ის ივენთი საქართველოში: "ძალიან მინდა ეს მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში UFC-ის ღონისძიება ჩატარდება, რადგან ძალიან კარგი მებრძოლები გვყავს. UFC-ში 5 უნიჭიერესი ქართველი სპორტსმენია. მსგავსი ივენთის ჩვენს რეგიონში ჩატარება ყველას ძალიან გაუხარდება."

34 წლის რომან დოლიძემ UFC-ში 5 ბრძოლა გამართა, აქედან 4 ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს მატჩში რომანი კაილი დოკასს დაუპირისპირდა და ამერიკელის დასანოკაუტებლად 1 წუთი და 13 წამი დასჭირდა. 'კავკასიელის' ახალი ბრძოლის თარიღი ცნობილი უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები