Thumbnail
  • საბერძნეთი 86:70 ესპანეთი
  • იანისის საბერძნეთს საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში შეხვდება

OAKA-ში 15 ათასი გულშემატკივარის გასახარად საბერძნეთის ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ამხანაგურ მატჩში- 86:70. იანის ანტეტოკუნმპო ნამდვილი მონსტრი იყო - მის ანგარიშზე 31 ქულა და 10 მოხსნაა. 

მილუოკი ბაკსის სუპერვარსკვლავი გადამწყვეტი ფაქტორი იყო მესამე მეოთხედის 3-წუთიან მონაკვეთში, როცა საბერძნეთი 10:2 "გაიქცა", 10-დან 8 ქულა სწორედ მის ანგარიშზეა. ბოლო მეოთხედში მან გუნდს 11 ქულა მოუტანა. მოკლედ, ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს მას და დამარცხდნენ. 

ლორენცო ბრაუნს ცუდი დებიუტი გამოუვიდა ესპანეთის ნაკრებში, ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 7 ქულა მოუტანა გუნდს. სხვათა შორის, იანის ანტეტოკუნმპო სულ რაღაც 20 ქულა ითამაშა, მის ანგარიშზეა ასევე 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო ვილი ჰერნანგომესი იყო 15 ქულით.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის და ევრობასკეტისთვის ემზადებიან. ესპანეთის ნაკრები ახლახან საქართველოს ეროვნულმა გუნდმაც დაამარცხა. ის ჩვენი გუნდის მეტოქეა ევრობასკეტის ჯგუფშიც. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს - 17-19 აგვისტოს აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრებს მასთან მოუწევს დაპირისპირება. 

კომენტარები

ბოლო ამბები