Thumbnail

კოპენჰაგენის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დანიის სუპერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საქართველოს ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.

ხოჭოლავა ტურის საუკეთესო თერთმეტ მოთამაშეს შორის ბრონდბიუსთან დამაჯერებელი თამაშისა და გატანილი გოლის წყალობით მოხვდა. კოპენჰაგენმა ეს მატჩი ანგარითი 4:1 მოიგო, ქართველმა მცველმა კი, რომლისთვისაც ეს სეზონის პირველი შეხვედრა იყო, მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. რასმუს ფალკის დარტყმის შემდეგ, ბურთი სტუმართა კარში ხოჭოლავას ფეხიდან შევარდა.   

კოპენჰაგენი დანიის მოქმედი ჩემპიონია, ახალ სეზონში ჩატარებულ 4 შეხვედრაში კი 2-2 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ხოჭოლავას გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონატში 12 აგვისტოს, შინ რანდესთან გამართავს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად პლეი ოფში თურქულ ტრაბზონსპორთან იბრძოლებს.

დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენში, სადაც დონეცკის შახტარიდან გადავიდა, მეორე სეზონს ატარებს. ქართველმა მცველმა დანიის 2021/22 წლების სუპერლიგის 22 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა და ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები