- მეცი 2:0 ვალანსიენი | 2:0 მიქაუტაძე (86)
- სამი ტურის შემდეგ მეცს 6 ქულა აქვს, გიორგის 2 გოლი და 1 ასისტი
საქართველოს ნაკრების 21 წლის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო ფრანგულ ლიგა 2-ში. დღეს მე-3 ტურის მატჩში მეცმა 2:0 დაამარცხა ვალანსიენი. მიქაუტაძე ჩვეულად სუპერაქტიური იყო და 86-ე წუთზე გუნდის მეორე გოლიც გაიტანა. სამი წუთის მერე ის გამოცვალეს.

სამი ტურის შემდეგ მეცს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს და 20 აგვისტოს ლავალს ესტუმრება. მიქაუტაძეს ჩემპიონატში 2 გოლი აქვს, წინ მხოლოდ ბასტიას ფორვარდი მაგრია (3 გოლი). გიორგის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა.
კომენტარები